Wed 6 Sep

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაია გახდა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან, რექტორის პოზიცია გიორგი ბარკალაიამ დაიკავა. გიორგი ბარკალაიას საგანმანათლებლო, მარკეტინგულ და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დამთავრებული აქვს ტორონტოს უნივერსიტეტი და ფლობს დოქტორის ხარისხს მარკეტინგის მიმართულებით. აკადემიური საბჭოს სხდომაზე კანდიდატებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ხედვასთან დაკავშირებით. გიორგი ბარკალაია რექტორის მოვალეობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეასრულებს.