Tue 28 Jun
„ქართველი ახალგაზრდები უკრაინელი ბავშვებისთვის“
25 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა გახსნითი ღონისძიება „ქართველი ახალგაზრდები უკრაინელი ბავშვებისთვის“. პროგრამის მიზანია უკრაინელი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროგრამის პირველ დღეს უკრაინელმა მოსწავლეებმა, Master Chef-ის მე-4 სეზონის გამარჯვებულის მირიან სულაკაურის დახმარებით, ისწავლეს აჭარული ხაჭაპურის მომზადება. პროექტი ფინანსდება „Flex Alumni“ პროგრამის მიერ და გაგრძელდება სამი დღე. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, როგორიცაა ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ექსკურსია თბილისის მასშტაბით და არტ-თერაპიის ვორქშოპი.