Fri 17 Nov

გაგა გაბრიჩიძის მოხსენება აუგსბურგის უნივერსიტეტში

26-27 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობები კრიზისულ დროში“. მისი მოხსენების თემა იყო „უკრაინაში ომის ზეგავლენა ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“.

კონფერენცია აუგსბურგში (გერმანია), აუგსბურგის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ევროპის კავშირის გამოწვევებისა და მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მიმოხილვა იყო.