Tue 18 Jan

ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამა

მადონა მოდუმ, მედიცინის სკოლის ასისტენტი სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით, მოიპოვა ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის სტიპენდია. 2022 წლის იანვარში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალბატონი მადონა გაემგზავრება აშშ-ში. ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ერთი სემესტრის განმავლობაში აშშ-ს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ კურიკულუმის და სასწავლო გეგმის შემუშავების კონკრეტული სტრატეგიებისა და თეორიული მიდგომების, ასევე კვლევითი რესურსების სასწავლო პროცესში ეფექტიანი გამოყენების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პროგრამის მონაწილეებისთვის. ვულოცავთ ქალბატონ მადონას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ ვიზიტს!