Mon 23 Jan

უფასო პროფილაქტიკური კვლევები 1000 ქალი მასწავლებლისთვის

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 23 იანვრიდან, ქალი მასწავლებლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი იწყება.

ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში 1000 ქალი მასწავლებელი უფასოდ ისარგებლებს სამედიცინო სერვისებით. პროექტის მიზანი პროფილაქტიკური კვლევების კულტურის დანერგვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობაა.

სოციალური კამპანიის ფარგლებში ქალი მასწავლებლები შეძლებენ უფასოდ ჩაიტარონ ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, მამოლოგიური, სტომატოლოგიური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, ასევე დაგეგმონ ვიზიტი ფსიქოლოგთან.

უფასო გამოკვლევებით სარგებლობისთვის, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.newvision.ge/geo/womens-healthcare-program