Tue 20 Aug

აბიტურიენტებისთვის 2024-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების
პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2024
წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის
    შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის
    ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე
    უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის სანოტარო წესით
    დამოწმებული ასლი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
    საქართველოს მოქალაქეებისათვის);
  • ფოტოსურათი (3X4).

სასწავლო პროცესი დაიწყება 9 სექტემბერს.