Fri 1 Nov
"ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2024-2025"-ის პირველი ტური იწყება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს 2024-2025 წლის სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის დაწყებას. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით 1000-მდე მოსწავლე.
საგამოცდო განრიგი
- 2 ნოემბერი, 12:00 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა)
- 2 ნოემბერი, 14:00 - სამოქალაქო განათლება და სამართლებრივი საფუძვლები
- 3 ნოემბერი, 12:00 - მედიის მიმართულება
- 3 ნოემბერი, 14:00 - ინგლისური ენის ესეების კონკურსი
- 9 ნოემბერი, 12:00 - ბიზნესის საფუძვლები და მეწარმეობა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ოლიმპიადის პირველი ტურები ონლაინ რეჟიმში გაიმართება. დარეგისტრირებული მოსწავლეები ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებენ ტურში მონაწილეობის დეტალურ ინსტრუქციას.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!