Thu 9 Sep
კლინიკური ტრენინგ-პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები
9 სექტემბერს, კლინიკური ტრენინგ-პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებული სერტიფიკატები გადაეცათ. 11 კურსდამთავრებულმა სამედიცინო განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო და კვალიფიკაციის გაღრმავების მიზნით სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიარა.
აღნიშნული პროგრამა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.