გამოცდილების გაზიარების ვიზიტი ისრაელში
24-29 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ისრაელის წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.
სამედიცინო განათლებაში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, შეხვედრები გაიმართა შიბას სამედიცინო ცენტრის (Sheba Medical Center) წარმომადგენლებთან, რომელიც ისრაელის უდიდესი ჰოსპიტალია და 2020 წელს Newsweek-ის მიერ მსოფლიოს ათ საუკეთესო ჰოსპიტალს შორის დასახელდა. შიბას სამედიცინო ქალაქი აერთიანებს უამრავი კეთილი ადამიანის დონაციით ჩამოყალიბებულ სამედიცინო ცენტრებსა და ლაბორატორიებს.
შეხვედრები გაიმართა ასევე ისრაელის სამხრეთ ნაწილში ყველაზე დიდ, ბენ გურიონის საუნივერსიტეტო კამპუსში, ნეგევში (Beer Sheva University).
ისრაელის სხვადასხვა სამთავრობო და პროფესიულ ინსტიტუტებთან გაღრმავდა თანამშრომლობა და დაიგეგმა ერთობლივი პროექტები ჯანდაცვის პოლიტიკისა და სამედიცინო განათლების განვითარების ხელშესაწყობად.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვთ ისრაელის სახელმწიფო სალიცენზიო გამოცდებში.