
„SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
30 ოქტომბერს პროექტის „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი 2023 წლის ივლისში დაიწყო, მის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონულ სკოლაში ჩატარდა ცნობიერების ამაღლების სესიები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და პროექტების მართვის ვორქშოფები. სასკოლო ჯგუფებმა დაგეგმეს და განახორციელეს პროექტები, რომელიც ეხმიანებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სკოლის საჭიროებებს. პროექტის ბიუჯეტით შესრულდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა: გარე სივრცის მოწყობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსოთახის მოწყობა, საბიბლიოთეკო რესურსის განახლება, ტრენინგები პროფ-ორიენტაციაში და სხვა. დასკვნით ღონისძიებაზე სასკოლო ჯგუფებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული გამოცდილება და ისაუბრეს პროექტების განხორციელების შედეგებზე.
პროექტი “SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ განხორციელდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.