Mon 23 May

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის სამიტი

17 მაისს, დუბაიში, ხარისხის მართვის ევროპის ფონდის (EFQM) ორგანიზებით ახლო აღმოსავლეთის სამიტი ჩატარდა.

სამიტი მდგრადი განვითარების მიზნებს და ტრანსფორმაციული მენეჯმენტით მათი მიღწევის შესაძლებლობებს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც იმსჯელეს EFQM მოდელის მნიშვნელობასა და ტექნოლოგიური მიღწევებით გამყარებული საუკეთესო პრაქტიკა გააზიარეს.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტს, სამიტზე, მისი კანცლერი ეკატერინე აზარაშვილი  წარმოადგენდა.

უნივერსიტეტი ხარისხის მართვის ევროპის ფონდს 2021 წელს შეუერთდა.