Mon 20 May

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის დეკანის არჩევნები

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლას ამერ ავად სალიმ ალ რავასი მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების დოქტორი, წლების განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს ისეთ სართაშორისო მნიშვნელობის კომპანიებში, როგორიცაა ომან ტელეკომი (2009-2014 წლებში), იუნისეფი (2020 წლიდან დღემდე). იგი ასევე არის შუა აზიის ლიდერობის აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად გამგეობის წევრი.

ამერ ალ რავასი 2018 წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორია.