Wed 25 Sep

ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების ტრენინგი

23-24 სექტემბერს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის და ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ ტრეინინგში თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის გადაჭრის გზები“. ტრეინინგი მიზნად ისახავდა პერსონალისთვის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის გზების და კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის ხერხების გაცნობას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ტრეინინგს ხელმძღვანელობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ფსიქოლოგი - მარიამ ჩრდილელი.