განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა.
პროგრამის მიზანია განათლების სფეროში სოციალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და, უპირატესად, ინტერდისციპლინური კვლევისათვის პლატფორმის შექმნით, არსებული ცოდნის, კვლევის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვის მეშვეობით, პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური ცოდნის გენერირება. პროგრამის განხორციელების ენა არის ინგლისური.
პროგრამაზე დოქტორანტთა მიღება იწარმოებს სემესტრულად წინასწარ შერჩეული კოჰორტის შესაბამისად. დოქტორანტთა კოჰორტისა და სადოქტორო კვლევის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისთვის, ასევე პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის სადოქტორო პროგრამის მიზნების, ხედვის გაზიარებისთვის, გიწვევთ 11 აპრილს, 19:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში - ნოდარ ბოხუას 11, ოთახი 213.
შეხვედრაზე დასწრებისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.