Sun 3 Mar

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე. 

პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში ინოვაციური მეთოდების დანერგვის გზით.

სადოქტორო პროგრამა ღია სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებით უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომლობას შემდეგ მიმართულებებში, როგორებიცაა:

1. მიკრობიოლოგია (ბაქტერიოფაგების კვლევა/ფაგოთერაპია);

2. ნეირომეცნიერება (უჯრედული ნეირომეცნიერება და ნეიროტოქსიკოლოგია);

3. უჯრედისა და ქსოვილის ბიოლოგია/ქსოვილოვანი ინჟინერია (ექსპერიმენტული დერმატოლოგია, ექსპერიმენტული იმპლანტოლოგია; ექსპერიმენტული კიბო და გენეტიკა).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი. 

სარეგისტრაციო ფორმა https://www.emailmeform.com/builder/form/uBX5ei7Zwf1f

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პერიოდში დოქტორანტს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიებში და მის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღოს სწავლების სრული დაფინანსება.