Wed 8 May

განმავითარებელი ტრენინგი პერსონალიზირებულ განათლებაში

24 აპრილს, უნივერსიტეტის ღია სივრცეში, სამართლის სკოლის პროფესორის - დავით კერესელიძის მოდერირებით გაიმართა ტრენინგი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის თემაზე - პერსონალიზირებული განათლება.

მონაწილეებმა ისაუბრეს ინდივიდუალური მიდგომების სხვადასხვა ფორმაზე და ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილებები. ტრენინგზე განიხილეს უნივერსიტეტის არსებული გამოწვევები პერსონალიზირებულ განათლებასთან დაკავშირებით, დაამუშავეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების აქტუალური საკითხები და „ცოცხალ რეჟიმში“ შეიმუშავეს გადაწყვეტის გზები.