Tue 5 Jul

დენდი საქართველოს კლუბი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დენდი საქართველოს ლოკალური კლუბი შეიქმნა. Walter E. Dandy Neurosurgical Society აშშ-ში 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანია შექმნას საერთო ფორუმი ნეიროქირურგებისთვის, რომელთა ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს, როგორც ქირურგების, ასევე სტუდენტებისა და რეზიდენტების განათლებას.

30 ივნისს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო დენდი საქართველოს წარსულ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის. პრეზენტაციის სპიკერები იყვნენ დენდი საქართველოს სენატორი და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - მარიამ ნაცვლიშვილი, ადიტი პანდეიმ და ქუმარ საურაბ.

სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართა ნეიროქირურგ კოკა გოგიჩაშვილმა. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლოკალური კლუბი აქტიურად გეგმავს ჩაერთოს დენდი საქართველოს საქმიანობაში.