Tue 15 Jun
თანამშრომლობა აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსთან
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, სპორტული პროექტების განხორციელებას და დევნილ შშმ ბავშვთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში. თანამშრომლობის მიზანია საქართველოში პარასპორტის სახეობების განვითარება და ხელშეწყობა.