Invalid Date NaN Invalid Date

თანამშრომლობა საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან

ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხო სამედიცინო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, 8 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაცნობიერების, სამედიცინო სამართლისა და ეთიკის დაცვის ხელშეწყობას; პაციენტებისა და ექიმების უფლებების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის დავების პრევენციის ან ადრეულ სტადიაზე აღმოფხვრის მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ სამედიცინო მედიაციის სისტემის ფორმირებას და შესაბამისი დავების გადაწყვეტის მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას.