Wed 21 Apr

თანამშრომლობა მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტთან

ერასმუს + პროგრამის Key Action 1 ფარგლებში, მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტი ორი წლის განმავლობაში (2021-2023) უწყებათაშორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, სტუდენტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში შესაძლებელობა ექნებათ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია აკადემიური პერსონალის გაცვლითი ვიზიტებიც. სტუდენტების და პერსონალის გაცვლითი ვიზიტები სრულად ფინანსდება ერასმუს+ პროგრამის მიერ.