
საჯარო ლექცია თემაზე „ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლება ცნობიერების უფრო მაღალი დონეების განსავითარებლად”
ადამიანების შესაძლებლობების სრული პოტენციალის გამოსავლენად მნიშვნელოვანია მათი სისტემური განვითარება.
19 ივნისს 17:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე „ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლება ცნობიერების უფრო მაღალი დონეების განსავითარებლად.“
ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლება არის სწავლების მოდელი, რომელიც პიროვნულ ზრდას, თვითრეალიზაციასა და შემოქმედებითობის სისტემურ განვითარებას მოიაზრებს.
ლექციას ჩაატარებს ფიზიკის დოქტორი ეშლი დინი – ორგანიზაციის „მეცნიერთა გლობალური კავშირი მშვიდობისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი და დევიდ ლინჩის ფონდის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი. იგი ფლობს იორკის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ფიზიკაში და არის კვანტური კოსმოლოგიის, კოსმოსური მეცნიერების და სოციოლოგიის წამყვან ჟურნალებში მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ეშლი დინის ლექცია გაიმართება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში, ნოდარ ბოხუას #11, აუდიმაქსი.