კონფერენცია სამართლის კლინიკურ სწავლებაზე
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, 18-19 ივლისს ბათუმში გაიმართა კონფერენცია სამართლის კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის კლინიკების წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციას მოდერაციას უწევდა ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიტ არიმონდი, რომელიც კოლეგებს კლინიკური სწავლების ამერიკულ მოდელზე ესაუბრა.
კონფერენციას დაესწრნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი ანა ლორია და იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ცერცვაძე. მათ მოხსენებები გააკეთეს იურიდიული დახმარების ცენტრისა და იურიდიული ეთიკის მიმართულებით კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, მათ კონფერენციაზე დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი მიდგომები კლინიკაში შეფასების პრაქტიკასა და სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებით.