Tue 8 Oct
კონფერენცია ჯანდაცვის გამოწვევებზე
28 სექტემბერს, სტუდენტურმა საზოგადოებამ "ედუგრადიენტმა" ჩაატარა ერთდღიანი კონფერენცია ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვის გამოწვევებზე.
მონაწილეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი:
- ქირურგიული ტრავმის მკურნალობა ქალებისა და ბავშვებისთვის კონფლიქტის ზონებში;
- ორსულობის სამედიცინო შეწყვეტა და არჩევანის უფლება.
კონფერენციის მთავარი მიზნები იყო გლობალური ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეებისთვის პლატფორმის შექმნა კომპლექსური საერთაშორისო საკითხების განსახილველად. ამასთანავე, ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეების დიპლომატიური და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებას, რეალური სამყაროს პოლიტიკური დისკუსიების სიმულაციას და სენსიტიური საკითხების სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებას.