Sun 26 Dec

კონფერენცია უკრაინაში

უკრაინის უზენაესი სასამართლოს მიწვევით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი გვანცა დავითაშვილი დაესწრო კონფერენციას - „როგორ უზრუნველყოფს უკრაინა სამართლებრივ წესრიგს? სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების ეფექტურობის გამოწვევები“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ უკრაინის უზენაესი და სხვა სასამართლო ინსტანციების მოსამართლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე პროფესორები და მკვლევარები.

უკრაინის სასამართლოს სისტემის როლთან ერთად, კონფერენციაზე განხილული იყო, პანელური დისკუსიების ფარგლებში, კორუფციის პრევენციის პოლიტიკა და მექანიზმები, ასევე უკრაინაში არსებული პრაქტიკა.