აკადემიური კონკურსი გრძელდება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აგრძელებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ინჟინერიის მიმართულებით: 4 პროფესორი, 10 ასოცირებული პროფესორი, 10 ასისტენტ-პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით: 6 პროფესორი, 6 ასოცირებული პროფესორი, 6 ასისტენტ-პროფესორი;
- განათლების მეცნიერებების მიმართულებით: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისიტენტ-პროფესორი;
- სოციალური მეცნიერებების (პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალური ან კულტურული ანთროპოლოგია ა.შ.) მიმართულებით: 7 პროფესორი, 10 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისიტენტ-პროფესორი;
- მედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით: 10 პროფესორი, 10 ასოცირებული პროფესორი;
- არქეოლოგიის მიმართულებით: 3 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისიტენტ-პროფესორი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;
- შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა);
- სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
- ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.
კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.
კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.
კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.
კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:
ა) აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;
ბ) სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. მისამართი - ქ. თბილისი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკო კამპუსი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 ან ელექტრონულად, მისამართზე - application@newvision.ge.