
საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის შესახებ პრეზენტაცია
13 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის წიგნის ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
კომენტარი მომზადდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პროექტის „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
ავტორთა ჯგუფი შრომის სამართლის მიმართულებით გამორჩეული ექსპერტების, მოსამართლეების, პრაქტიკოსებისა და მკვლევრებისგან შედგება. პროექტს ხელმძღვანელობდა სარედაქციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: სოფიო ჩაჩავა, დავით კერესელიძე, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე და ქეთევან მესხიშვილი.
კომენტარის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://newvision.ge/geo/publications/.
მისი განახლება მოხდება პერიოდულად შესაბამისი პრაქტიკის განახლებისა და საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ავტორები, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები და შრომის სამართლის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები.