Invalid Date NaN Invalid Date

თანამშრომლობა შიბას სამედიცინო ცენტრთან

16-17 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დელეგაცია ისრაელში, შიბას სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ტელემედიცინის დანერგვას ისახავს მიზნად, დელეგატებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს Sheba Beyond-ის და შიბას ენდოკრინოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, პრაქტიკაში გაეცნენ პაციენტების მონიტორინგის ციფრულ პლატფორმებსა და დისტანციურად მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და Sheba Beyond-ს შორის თანამშრომლობა საქართველოში პირველი ვირტუალური კლინიკის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საწყის ეტაპზე ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. შიბას სამედიცინო ცენტრი მსოფლიოში 10 საუკეთესო კლინიკას შორის არის, ხოლო Sheba Beyond პირველი ვირტუალური ჰოსპიტალია ისრაელში.