ჭადრაკით დაინტერესებული სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში ჭადრაკის მოყვარულთა კლუბი ჩამოყალიბდა. ყოველკვირეულ წვრთნებს საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე ატარებს და სტუდენტებს საჭადრაკო თეორიის შესწავლაში ეხმარება.