სასერთიფიკატო კურსი - ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება და სამართლებრივი რეგულირება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს - „ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება და სამართლებრივი რეგულირება“, რომელიც შექმნილია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის, იურისტებისათვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ ბლოკჩეინ სამართლის საფუძვლებს და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის არსი (Bitcoin, Ethereum), მისი განვითარების ეტაპები (Arbitrum, Polygon) და პოტენციალი. კურსი ასევე შეეხება თანამედროვე ბლოკჩეინ ბიზნეს პროექტებს (crypto gaming, crypto social media, NFT trading) და ბლოკჩეინის სინერგიას სამგანზომილებიან ტექნოლოგიებთან (3D metaverses). ასევე, განხილული ინქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები (cryptoasset regulation, blockchain and privacy laws, blockchain and intellectual property).
კურსს უძღვება გიორგი ასათაშვილი - პრაქტიკოსი იურისტი კერძო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი.
გიორგი ასათაშვილი არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი კერძო და საჯარო სამართლის სფეროში, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. აღსანიშნავია მისი წარმატებული მონაწილეობა დებატებისა და საჯარო პოლიტიკის გლობალურ ტურნირში (GDPPC).
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გიორგი ასათაშვილი უძღვება უძღვება სალექციო კურსებს: "International Investment Law“; "Blockchain in Business and Law"; "Business Growth and Management in the New Machine Age".
- კურსის ხანგრძლივობა: 12.5 საკონტაქტო საათი (1 შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი). კურსი განხორციელდება ყოველ შაბათ დღეს, 11 ივნისიდან 09 ივლისის ჩათვლით;
- კურსის განხორციელების ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსი;
- ენა: ინგლისური;
- ღირებულება: 200 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 10 ივნისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@newvision.ge
ტელეფონი: (032) 2 424440
მისამართი: ნ. ბოხუას 11