კარლ ცაისის მიკროსკოპიის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიის სემინარი
28-29 ოქტომბერს, კარლ ცაისის მიკროსკოპიის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართება სემინარი: „Emerging Advanced Microscopy Platform at NVU to Make Life Sciences Better“.
სემინარის მიზანია ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალისა და საერთაშორისო კოლაბორატორების გაერთიანება, რათა შეიქმნას ღია სამეცნიერო და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას უჯრედის ბიოლოგიისა და ქსოვილების ინჟინერიის ტექნოლოგიების სფეროში.
სემინარის პირველი დღე დაეთმობა პრაქტიკოს ექიმებთან და მკვლევარებთან შეხვედრას, ხოლო მეორე დღეს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ უახლესი ციფრული 3D/4D გამოსახულების მიღების თავისებურებებს მიკრო და ნანო სამყაროს დონეზე.
სემინარი გაიმართება უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში, საკონფერენციო დარბაზში (Audimax), 28 ოქტომბერს 11:00 საათზე, 29 ოქტომბერს 14:00 საათზე, Covid-19 რეგულაციების დაცვით.
სტუდენტებისათვის განკუთვნილი სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე.
სემინარის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.