Wed 21 Apr

კარიერული მხარდაჭერის პროგრამა ნიუ ვიჟენ დაზღვევისგან

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერის მიზნით, 20 აპრილს, უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანიას „ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შორის შეთანხმება შედგა.

მხარეთა თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიის მიერ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტაჟირების გავლისა და დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზებას გულისხმობს. კარიერული მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა კურსდამთავრებულებისთვისაც.