Mon 18 Dec

კვლევითი პროექტების კონკურსი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი პროექტების კონკურსს. კონკურსის მიზანია აკადემიური პერსონალის ჩართულობის წახალისება საზოგადოებაზე ორიენტირებულ კვლევებში.

 

პროექტის წარდგენისა და დაფინანსების პირობები:

  • კვლევითი პროექტის წარმდგენი უნდა იყოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი;
  • პრიორიტეტულია პროექტში საზოგადოებრივად სასარგებლო კომპონენტის წარმოჩენა და კვლევის შედეგების გასაჯაროებისა, თუ გავრცელების გეგმის არსებობა (მათ შორის, გამოქვეყნების სავარაუდო შესაძლებლობის მითითება);
  • უპირატესობად ჩაითვლება თანადაფინანსების არსებობა და საერთაშორისო კვლევითი კლასტერის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;
  • პრიორიტეტულია განსახორციელებელ კვლევაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტთა/სტუდენტთა ჩართულობა, ასევე ბიო-სამედიცინო კვლევების შემთხვევაში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჩართულობა;
  • ნებისმიერი ლიცენზია თუ მოპოვებული უფლება, ისევე როგორც უნივერსიტეტის გრანტით შეძენილი ქონება იქნება უნივერსიტეტის საკუთრება როგორც პროექტის მსვლელობის, ისე მისი დასრულების შემდეგ;
  • თითოეულ მკვლევარს/კვლევით ჯგუფს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა შეუძლია.

დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

·        სააპლიკაციო ფორმა

·        ბიუჯეტის ფორმა

      პროექტის ტიპი, ხანგრძლივობა, დაფინანსების სქემა 

·        პროექტში ჩართული პერსონალის CV (ყველაზე რელევანტური პუბლიკაციების მითითებით, მაქსიმუმ 2 გვერდი)

          თანხმობის დეკლარაცია

შევსებული დოკუმენტები ერთ აკინძულ PDF დოკუმენტად უნდა წარმოადგინოთ კვლევისა და ინოვაციების კომიტეტის ელ. ფოსტაზე (rc@newvision.ge) 2024 წლის 18 თებერვლის დღის ბოლომდე.