Sat 6 Aug
2022 წლის კვლევითი პროექტების კონკურსი
I. მიზანი: აკადემიური პერსონალის ჩართულობის წახალისება საზოგადოებაზე ორიენტირებულ კვლევებში
II. პროექტის წარდგენისა და დაფინანსების პირობები :
- კვლევითი პროექტის წარმდგენი უნდა იყოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
 - პრიორიტეტულია პროექტში საზოგადოებრივად სასარგებლო კომპონენტის წარმოჩენა და კვლევის შედეგების გასაჯაროებისა თუ გავრცელების გეგმის არსებობა (მათ შორის გამოქვეყნების სავარაუდო შესაძლებლობის მითითება);
 - უპირატესობად ჩაითვლება თანადაფინანსების არსებობა და საერთაშორისო კვლევითი კლასტერის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;
 - პრიორიტეტულია განსახორციელებელ კვლევაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტთა/სტუდენტთა ჩართულობა, ასევე ბიო-სამედიცინო კვლევების შემთხვევაში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჩართულობა;
 - ნებისმიერი ლიცენზია თუ მოპოვებული უფლება, ისევე როგორც უნივერსიტეტის გრანტით შეძენილი ქონება იქნება უნივერსიტეტის საკუთრება როგორც პროექტის მსვლელობის, ისე მისი დასრულების შემდეგ;
 - თითო მკვლევარს/კვლევით ჯგუფს მხოლოდ ერთი პროექტის შემოტანა შეუძლია.
 
დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- სააპლიკაციო ფორმა
 - ბიუჯეტის ფორმა
 - პროექტში ჩართული პერსონალის CV (ყველაზე რელევანტური პუბლიკაციების მითითებით, მაქსიმუმ 2 გვერდი)
 - თანხმობის დეკლარაცია
 
შევსებული დოკუმენტები ერთ აკინძულ PDF დოკუმენტად უნდა წარმოადგინოთ კვლევისა და ინოვაციების კომიტეტის ელ. ფოსტაზე 2022 წლის 18 სექტემბრის დღის ბოლომდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კვლევისა და ინოვაციების კომიტეტი
[email protected]
ოთახი N312
ნოდარ ბოხუას ქ. 11, თბილისი
დანართები:
Research Projects – Type, Duration and Funding Scheme