ძუძუს კიბოს პრევენცია
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის AVON-ის მამოგრაფიის კაბინეტი 2014 წლიდან ახორციელებს უფასო გამოკვლევებს ძუძუს კიბოს პრევენციისათვის. აღნიშნული პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზნით 2015 წლის 31 ოქტომბერს კომპანია Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით, თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართა.
მსვლელობა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიმართა და ვაკის პარკში, კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებმაც მიიღეს და მოსახლეობას ძუძუს კიბოს პრევენციის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: