Invalid Date NaN Invalid Date

წიგნის „დები სარკეში“ განხილვა

10 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, პროფესორ ელორა შეჰაბუდინის წიგნის „დები სარკეში" განხილვა გაიმართა. წიგნი მუსლიმი ქალების ისტორიასა და ფემინიზმის გლობალური პოლიტიკის თემებს ეხება. ავტორთან ერთად, განხილვაში მონაწილეობდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორები – ინშა მალიქი და ივანნა მაჩიტიძე. „დები სარკეში" ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციამ 2022 წლის საუკეთესო აკადემიურ ნაშრომად დაასახელა, 2023 წელს კი აზიური კვლევების ასოციაციის მიერ მიენიჭა კომარასვამის სახელობის ჯილდო.