კონკურსის „წლის დეტექტივი 2022“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება
22 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წლის დეტექტივი", 2022 წლის გამარჯვებულების დაჯილდოვება.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა მამუკა ხანთაძემ. მისი ინფორმციით სულ შემოსული იყო 69 ნაწარმოები, საიდანაც ფინალში გადავიდა 24 მონაწილე.
კრიტიკოსმა, ჟიურის თავმჯდომარემ, გიორგი კაკაბაძემ ფინალისტებს გააცნო ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეირჩნენ გამარჯვებულები, ასევე მიუთითა იმ შეცდომებზე, რომელსაც ყველაზე მეტად უშვებენ კონკურსის მონაწილეები. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო დეტექტივის ნომინაციაში, პრიზი გაიყო ორ კონკურსანტზე.
ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები არიან:
წლის საუკეთესო დეტექტივის ნომინაციაში: სალომე ტაბატაძე; ლუკა ხატიაშვილი;
წლის ორიგინალური სიუჟეტის ნომინაციაში: ანა მაწკეპლაძე;
წლის საუკეთესო პერსონაჟის ნომინაციაში: ონისე თირქია.
2023 წლის კონკურსი გამოცხადდება წლის ბოლოს. ველით ახალ, საინტერესო ნაწარმოებებს.