Sat 26 Jun
კონკურსის „წლის დეტექტივი 2021“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება
26 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „წლის დეტექტივი“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ კრიტიკოსები: გიორგი კაკაბაძე, მალხაზ ხარბედია და ლექსო დორეული ნომინაციების მიხედვით გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- წლის საუკეთესო დეტექტივი - ირაკლი მახარაძე „ორი კურდღლის მადევარი“;
- ორიგინალური სიუჟეტი - თინათინ თოლორდავა „სად მიდის ბერტა“, ოლანი ბიწაძე „უსათაურო დეტექტივი, ანუ არავითარი მინიშნებები წინასწარ“;
- საუკეთესო პერსონაჟი - ნინო ჭინჭარაული „ანონიმი“.
გამარჯვებული ნაწარმოებები საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალში „არილი" დაიბეჭდება, რომელიც ამ წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცემა.