იურიდიული დახმარების ცეტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია
2022 წლის 3 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პროგრამის ამჟამინდელ მონაწილეებს და მადლიერება გამოხატეს შესაძლებლობისთვის, თავიანთი თეორიული ცოდნის რეალიზება მოეხდინათ პრაქტიკაში.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი ყოველ 6 თვეში აცხადებს კონკურსს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და შესაძლებლობას აძლევს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შეიძინონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საქმეებში ჩართულობით.