Fri 17 Nov
ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულებაში
24 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მართლმსაჯულებაში“.
საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ანა ლორია.
დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ლექცია ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.