
იურიდიული ეთიკის ყოველწლიური ონლაინ კონფერენცია
2022 წლის 29-30 სექტემბერს, 16:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართავს იურიდიული ეთიკის ყოველწლიურს კონფერენციას. კონფერენცია ჩატარდება ონლაინ.
კონფერენციაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ მოსამართლეთა, ადვოკატთა და მედიატორთა ეთიკაში არსებულ გამოწვევებს. კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტებისა და განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგში.
ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
კონფერენცია გაიმართება Zoom-ის ფლატფორმის მეშვეობით, ხოლო კონფერენციაზე რეგისტრირებული პირები დეტალურ ინფორმაციას მათ მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებენ.
ზუმის ბმული: https://us06web.zoom.us/j/83525090467?pwd=SXBTMGZLbGE4VWNCd3lJUjhWeU5VQT09