Mon 3 May

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 13-14 მაისს, 17:00 საათიდან - 19:00 საათამდე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართება იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდება ონლაინ. კონფერენციაზე საუბარი იქნება ადვოკატების პროფესიულ ეთიკაში არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტებისა და განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგში.

ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).