იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, 2021 წლის 13-14 მაისს, ორგანიზება გაუწია რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას იურიდიულ ეთიკაში. საქართველოში, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ წარიმართა.
კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა/ექსპერტებმა ისაუბრეს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებზე, მათ შორის: ფულის გათეთრების წინააღმდეგ შეტყობინების და კონფიდენციალობის ვალდებულებების ურთიერთმიმართებაზე; უნიფიცირებულ პროფესიაზე; ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე; ტექნოლოგიური კომპეტენციის ეთიკურ ვალდებულებაზე; კლიენტის მომსახურების შეწყვეტისას წარმოშობილი ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებებზე; ადვოკატის როლსა და ეთიკურ ვალდებულებებზე მედიაციის პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პრაქტიკოსმა იურისტებმა (მოსამართლეებმა, ეთიკის კომისიის წევრებმა, ადვოკატებმა, მედიატორებმა), ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.
ღონისძიება გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).