Invalid Date NaN Invalid Date

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია (2)

14-15 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ქალაქ ბათუმში გამართავს იურიდიული ეთიკის რიგით მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციას.
კონფერენციაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ მოსამართლეთა, ადვოკატთა და მედიატორთა პროფესიულ ეთიკაში არსებულ გამოწვევებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (დედაქალაქსა და რეგიონებში) კითხულობენ იურიდიულ ეთიკას.
კონფერენციისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიება წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/nS156
ღონისძიება ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
მოწვეული ექსპერტებისა და განსახილველი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დღის წესრიგში.