Thu 15 Jun
იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია (1)
14-15 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, ქალაქ ბათუმში, იურიდიული ეთიკის რიგით მეექვსე ყოველწლიური კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა მიმოიხილეს მოსამართლეთა, ადვოკატთა და მედიატორთა პროფესიულ ეთიკაში არსებული გამოწვევები. მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
- ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულებაში - ეთიკური გამოწვევები;
- აქტივიზმი სამოსამართლო ეთიკის ფარგლებში - ქართული და პოლონური გამოცდილება;
- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში;
- ფულის გათეთრების აღკვეთასთან დაკავშირებული ადვოკატის ვალდებულებები;
- მედიატორთა პროფესიული ეთიკა - პრაქტიკული გამოწვევები;
- პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ ადვოკატისაგან ინფორმაციის გამოთხოვა - ეთიკური გამოწვევები;
- ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ეთიკა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები, ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა – აუდიტორიის ნაწილი ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით დაესწრო.
კონფერენცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.