Thu 16 Sep

ამერიკული სამაგისტრო პროგრამა კინემატოგრაფიაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, კინემატოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.
პროგრამას დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში და მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშშ) დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიის სკოლა ახორციელებს.

ეს გამორჩეული კვალიფიკაცია სტუდენტს უპირატესობას ანიჭებს შეიძინოს ცოდნა პრაქტიკით როგორც სარეჟისორო, საპროდიუსერო და სამსახიობო ხელოვნებაში, ისე დრამატურგიასა და სცენარის შექმნაში.

სამაგისტრო პროგრამა ტრადიციული კინოს, საერთაშორისო სამართლისა და ბიზნესის კურსების ჰიბრიდს წარმოადგენს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია სწრაფად განვითარებად კინო ინდუსტრიაში მოღვაწე პროდიუსერებისათვის. პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.global-mfa.miu.edu/the-global-mfa-through-new-vision

პროგრამა 144 კრედიტს მოიცავს, საიდანაც 72 კრედიტი სტუდენტებს უღიარდებათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში მიღებული კრედიტებიდან.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ცალკეული კომპონენტები ამერიკაში გაიარონ.