კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორია
პრაქტიკოს იურისტებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სათავეს იღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამედროვე განათლების მიწოდებას, არამედ ასევე ქმნის დინამიურ პლატფორმას პროფესიონალებს შორის კავშირების დამყარების, თანამშრომლობის, ახალი პერსეპქტივებისა თუ ინიციატივებისთვის. ეს შესაძლებლობები ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და ინიციატივების გამოვლენას, რაც დასტურდება ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებით.
სწორედ ასეთი ინიციატივისა და თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ნიუ ვიჟენის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ წარმატებით დაფუძნებული იურიდიული ფირმა, რომელიც საქმიანობს საქართველოში და აფართოებს მის საქმიანობას საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
გიორგი ცაგურიამ, ნიუ ვიჟენის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ამჟამად წარმატებულმა საგადასახადო იურისტმა, კოლეგა თანაკურსელებთან ერთად დააარსა იურიდიული ფირმა LTA , რომელიც 2019 წლიდან აქტიურად ეწევა იურიდიულ საქმიანობას LTA-ს ასოცირებულ პარტნიორებთან, ლადო რაფავასთან და მერი ტოგონიძესთან ერთად. ორივე მათგანი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
აღნიშნული იურიდიული კომპანიის წარმატების ისტორიის დასაწყისი სწორედ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს უკავშირდება. თანაკურსელების ჯგუფი, რომლებიც გუნდურად მუშაობდნენ საუნივერსიტეტო პროექტებსა თუ დავალებებზე განაგრძობდნენ ურთიერთობას საუნივერსიტეტო სივრცის მიღმაც, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მჭიდრო მეგობრობა და შემდგომ უკვე თანამშრომლობაც. დღეს LTA გთავაზობთ იურიდიულ, საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებას მულტინაცილონალურ კორპორაციებსა და საქართველოში მცხოვრებ ემიგრანტებს, ასევე კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას, რათა მოემსახუროს კლიენტებს სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატების ისტორიებით, რომელთა საწყისი სწორედ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს უკავშირდება.
LTA-ს მიღწევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ხელს უწყობს პროფესიონალების ზრდას და ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის შესაბამის გარემოს. მოხარული ვიქნებით ჩვენმა მოქმედმა სტუდენტებმა გაიზიარონ აღნიშნული სულისკვეთება, ვინაიდან სწორედ ასეთი კავშირების მეშვეობით იქმნება ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას და წარმატებული თანამშრომლობის ხელშეწყობას ჩვენს სივრცეში.