Sun 12 Dec
თანამშრომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტთან
13 დეკემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებით გათვალისწინებულია თანამშრომლობა და ახალი ცოდნის გაზიარება, ასევე ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. ფაკულტეტის წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ორმხრივი ვიზიტებით და სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლით. შეთანხმებით ასევე დაგეგმილია ორივე პარტნიორის მიერ ერთობლივი პროგრამების შემუშავება.