Thu 19 Aug

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება მიმდინარეობს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

• შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (პროგრამის აღწერა);

• ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (პროგრამის აღწერა);

• სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (პროგრამის აღწერა).

საგანმანათლებლო პროგრამაკვალიფიკაცია       პროგრამაზე დაშვების წინაპირობები      
შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალისამართლის მაგისტრისამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გამოცდა სპეციალობაში.

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  
ბიზნესის ადმინისტრირება  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრიზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარსხი.  

გამოცდა სპეციალობაში;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  
სამედიცინო რეაბილიტაცია და ჯანდაცვის მენეჯმენტიფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრიდიპლომირებული მედიკოსის, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის ან სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.  

გასაუბრება;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).    
ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრიზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

გასაუბრება;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობით და ჩაბარებულად ითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.

დეტალური ინფორმაცია სპეციალობის გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.

ამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ ფლობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.

სწავლის წლიური საფასური:

  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ;
  • სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 4500 ლ.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;
  • 1 ფოტოსურათი;
  • ავტობიოგრაფია / CV ;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე). აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია ინგლისური ენის ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტში;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ სხვა ქვეყანაში;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადის ელექტრონული ფორმა

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადის წარმოდგენა: არა უგვიანეს 12 სექტემბრის 24:00 საათისა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, არა უგვიანეს 12 სექტემბრისა;
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 13 სექტემბერი, 19:00;
  • გამოცდის შედეგებისა და პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების გამოვლენა: 17 სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადების მიღება: 17-18 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება: 21 სექტემბერი;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: არა უგვიანეს 30 სექტემბრისა.

უცხო ენის გამოცდის ნიმუში