Thu 4 Nov
მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე კლინიკურ ონკოლოგიაში
ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე - კლინიკური ონკოლოგია.
ადგილების რაოდენობა: 3
რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
- პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი - დიპლომი (დიპლომის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- ორი ფოტოსურათი (ზომა - 3×4);
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).
მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადების განხილვა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. მისამართი - ქ. თბილისი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკო კამპუსი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 ან ელექტრონულად, მისამართზე -
residency@newvision.ge.