Fri 19 Apr

მიღება განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - განათლების მეცნიერების დოქტორი). პროგრამის განხორციელების ენა - ინგლისური.

პროგრამაზე მიღება წარმოებს წინასწარგანსაზღვრული კოჰორტების შესაბამისად. მიმდინარე მიღების დოქტორანტთა კოჰორტის საკვლევი მიმართულებაა „სწავლების მეთოდები უმაღლეს განათლებაში“.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად, არა უგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ კვალიფიკაცია მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში – მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ფოტოსურათი;
  • სასურველი ხელმძღვანელი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან. (სასურველ ხელმძღვანელთან დაკავშირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი);
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი; მსგავსი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს ჩააბაროს ინგლისური ენის გამოცდა (იხ. ნიმუში) ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. გამოცდის საჭიროებას მიუთითებთ სარეგისტრაციო ფორმაში;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
  • სამოტივაციო წერილი და დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია/CV (პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება).

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად, თანდართული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. წარმატებულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება სადოქტორო პროგრამის მისაღებ კომისიასთან 10 მაისის ჩათვლით.

პროცედურებსა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე education@newvision.ge

NewVision University Logo

განაცხადის ფორმა განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

კვალიფიკაცია:

განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია:

ნაშრომის შესახებ

დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx

თანდართული (ასატვირთი) დოკუმენტების ჩამონათვალი:

დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif

უცხო ენის გამოცდის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ გამოცდის თქვენთვის სასურველი თარიღი 16 სექტემბრის ჩათვლით (გთხოვთ, აირჩიოთ დრო სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში):